დღეს, 6 დეკემბერს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდეტი ტრაიან ბესესკუ (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) და სენატის თავმჯდომარე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრი მირჩა ჯოანე (სოციალ-დემოკრატიული პარტია) იბრძვიან.
ორივე კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა, ამომრჩევლეთა ხმების 30 პროცენტზე მეტი დააგროვა.
ქვეყნის 18 მილიონზე მეტ ამომრჩეველს უფლება აქვს ხმა 21 ათას 700 საარჩევნო უბანზე მისცეს, რომელთაგან 294 უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გახსნილი.
ქვეყანაში პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. ერთ ადამიანს ამ პოსტის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველია რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების (2007 წ) შემდეგ.