არასრულწლოვნის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დედა-შვილი ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეები ამ წუთებში სტამბოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. მათ ბრალს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაიუყენებენ. სწორედ ამის შემდეგ წარდგებიან დედა-შვილი ოჩხიკიძეები თურქული სასამართლოს წინაშე.
თურქული მედიის ინფორმაციით, დედა-შვილმა თურქ გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა, საიდანაც გაირკვა, რომ დანაშაული თავის თავზე ვიოლა ოჩხიკიძემ აიღო, რომელმაც პოლიციელებს განუცხადა, რომ მას საკუთარი შვილის გერთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხშირად ჩხუბობდნენ და ხშირად დამუქრებია მოზარდს, რომ ის მას მოკლავდა.
დღეს კი, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა, 11 წლის მოზარდს რამდენიმეჯერ ზურგში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ დანა, რომლის საშუალებითაც დაანაწევრა 11 წლის ბიჭის სხეული. ვიოლა ოჩხიკიძე საკუთარ შვილთან ერთად ცდილობდა დანაწევრებული სხეულის მოშორებას.
აღნიშნული ფაქტი არ უარყო ეკატერინე ოჩხიკიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისისა და გერის ცუდი ურთიერთობის გამო ხშირად ექმნებოდა ქმართან პრობლემა. ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა მეზობლებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა დედა-შვილი დანაწევრებული ცხედარის ნაგავსაყრალზე გადაყრას. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. მეზობლების თქმით, მოზარდი დედა-შვილ ოჩხიკიძეების ხელში სულ სტრესში იყო.