თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პარტიის "სამართლიანი საქართველოს" ქონება მის ყოფილ პარტიას "სამართლიანი საქართველოსთვის" მიეკუთვნა.
როგორც "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნატო ხოხიაშვილმა განაცხადა, თუკი ნოღაიდელი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, პარტიის მთელი ქონება_ კომპიუტერული ტექნიკა, პარტიული ატრიბუტიკა და ბეჭედი ჩამორთმეული იქნება.
შეგახსენებთ, ნოღაიდელსა და მის ყოფილ პარტიას შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ზურაბ ნოღაიდელი მისმა თანაპარტიელებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს.