ფინანსური ვალის პირამიდაში ხელისუფლება ერთხელაც გაიჭედება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ახალი ევრობონდების გამოშვების შეფასებისას განუცხადა.
"ხელისუფლება ახალ ევრობონდებს ძველის დასაფარად უშვებს, მერე ამის დასაფარად სხვას გამოუშვებთ და ასე აქვთ შექმნილი პირამიდა, რომელშიც აუცილებლად გაიჭედებიან ერთხელაც", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ეს კი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდება მომავალი ხელისუფლებისთვის, რომელსაც მისი გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ევრობონდების მეორე ემისიას გეგმავს, რომლის მოცულობაც 500 მილიონი დოლარი იქნება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, ცვლილება შედის ბიუჯეტის ვალდებულებების ნაწილში, რომლშიც აისახება 2008 წელს გამოშვებული ევრობონდის რეფინანსირებისთვის წელს გამოსაშვები თანხები და ეს არის 500 მილიონი დოლარი.