"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობისთვის დაპირებული 150 მილიონი ლარის გამოყოფის არ შესრულებას აპროტესტებენ.
როგორც დღეს, ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლის დროს მოსახლეობას დაპირდა, რომ სოფლის მეურნეობაში დამატებით 150 მილიონ ლარის ჩადებდა, რაც არ სრულდება.
"მთავრობა პირობას კვლავ არ ასრულებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტმა და შემდეგ უკვე მთავრობამ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვეს, რომ იქნება სოფლის მეურნეობაში დამატებით 150 მილიონის ასიგნება და როგორც მათ ბრძანეს ლიბერალური მიდგომის ნაცვლად არის აუცილებელი სახელმწიფოს ჩარევა, რომელიც 9 მილიონი ლარის დამატებაში გამოიხატა, რაც გლეხისთვის არაფრის მომტანი არ არის", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამასთან, ვეფხვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ სამთვრობო დებატების დროს დასახლებული ათი ნაბიჯიდან ერთი უკვე ყულია.
"ხვალ სამთავრობო დებატებზე პრემიერს ვკითხვა დანარჩენი 9 ნაბიჯს რამდენად შეიძლება ვენდოთ და რამდენად არის ღირებული", - დასძინა ვეფხვაძემ.
როგორც ცნობილია, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ 9 მილიონი დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარლამენტში შემაჯამებელი სამთავრობო დებატები პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გაიმართება, რომელსაც მთლეი მინისტრთა კაბინეტი დაესწრება. დეპუტატებს საშულება მიცემეათ კითხვები ყველა მინისტრს დაუსვან.