სასაზღვრო   პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი  ოფიციალური   დოკუმენტის   გამოყენების    ფაქტზე   საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,  გურამ ცარციძე (2007   წლის   9   ოქტომბერს)   რუსეთის   ფედერაციული   რესპუბლიკიდან   საქართველოში   ყალბი ოფიციალური  დოკუმენტის  გამოყენებით შემოვიდა .
 
აღნიშნულ  ფაქტთან   დაკავშირებით     წინასწარი   გამოძიება  საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსის  362-ე   მუხლის   I   ნაწილით მიმდინარეობს.   გამოძიებას   სასაზღვრო  პოლიციის  საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.