საფრანგეთის კომუნა ერვეში პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა. მას რამდენიმე დღის წინ სუპერმარკეტში მომხდარი ქურდობის მცდელობისთვის ადანაშაულებენ.
ამის შესახებ Paris-normandie.fr იტყობინება. დამნაშავე დაკითხეს და გაათავისუფლეს. თუმცა მეორე დღეს იგი კვლავაც "ესტუმრა" სხვა სავაჭრო ობიექტს. ამჯერად იგი 12 ბოთლი ძვირფასი კონიაკით ხელში დააკავეს.
დამნაშავეს ორთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.