სამართალდამცველებმა თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მცხოვრებმა დავით ორდენიძემ თემურ წიკლაურს  ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ გამოცხდებული იყო ტენდერი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის რეაბილიტაციის შესახებ.  
"აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებასა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ დავით ორდენიძემ თემურ წიკლაურს თაღლითურად გამოსძალა 75 000 ლარი", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. 
დაკავებული  მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება  სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.