საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პარლამენტში სამთავრობო დებატები "საინტერესო გამოვიდა".
"საზოგადოებას მიეწოდა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა და ანგარიში, რომელმაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 10-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა", - ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია საზოგადოებას დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, სამთავრობო დებატებმა დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტი ის ადგილია, სადაც გამოითქმის განსხვავებული აზრი, სადაც დაობენ, კამათობენ და მსჯელობენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სამთავრობო დებატები 22 მარტს დაიწყო და ის ხვალ, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მოხსენებით დაიხურება.