აფხაზმა სეპარატისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს. აღწერა სეპარატისტებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს დაიწყეს და 28 თებერვალს დაასრულეს.
სეპარატისტების მიერთ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები შემდეგნაირია: წინასწარი ინფორმაციის ამჟამად აფხაზეთის ტეროიტორიაზე 242 862 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ქალაქად - 119371 ადამიანი, სოფლად - 123 455 ადამიანი.
სოხუმში 64 478 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის სოფლად - სოხუმის რაიონში - 12 045 ადამიანი.
გაგრის რაიონში 39 342 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ქალაქად 24 194 ადამიანი, სოფლად 15 148 ადამიანი.
გუდაუთის რაიონში 37 143 ადამიანი ცხოვრობს - ქალაქად 9447 ადამიანი და 27 696 სოფლად.
გულრიფშის რაიონში 18 146 ადამიანი ცხოვრობს.
ოჩამჩირის რაიონში 25 235 ადამიანი. მათ შორის ქალაქად 4927 და სოფლად 20 308 ადამიანი.
ტყვარჩელის რაიონში 16 000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ ტყვარჩელში 4821 ადამიანი, სოფლად კი 11179 ადამიანი.
გალის რაიონის მოსახლეობა 30 437 ადამიანს შეადგენს. მათ შორის ქალაქად 7583 ადამიანი, სოფლად კი 22 854 ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას აფხაზური მხარე იუწყება, რომ აღწერის შედეგად გამოვლენილი დანარჩენი მონაცემები - ეროვნება, ასაკი, ქორწინება, მოქალაქეობა, ენების ცოდნა, დასაქმება და სხვა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გამოქვეყნდება.