სამტრედიაში მომხდარი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზეზვა ცანავა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობის იძულებითი წესი აქვს დანიშნული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში ცანავა ფსიქიკურად აშლილი და შეურაცხადი იყო.
საზარელი მკვლელობა სამტრედიაში 4 მარტს მოხდა. ღამის საათებში სახლში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, როდესაც ზეზვა ცანავა შევიდა ოთახში, საკუთარ დედას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ადგილზე გათიშა, ხოლო დისშვილი გაგუდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ცანავას პრობლემები ჰქონდა და ფსიქიკურად აშლილი იყო.
ამ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, ჩვილის მამა ზაალ რობაქიძე, რომელიც თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. მას ჩვილის დედასთან, სოფო ცანავასთან დავა ჰქონდა, რათა გლდანში 42 ათას დოლარად შეფასებული ბინა გაეყიდა. მართლაც, ზაალ რობაქიძემ ცანავას გააყიდინა ბინა და შემდეგ გაიქცა.
ცანავების ოჯახის წევრები აპირებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე რობაქიძის წინააღმდეგაც აღძრან.