"მე კარნახით გადაწყვეტილებებს არ ვიღებ", - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა განაცხადა.
"გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ", - განაცხადა სამადაშვილმა ინგა გრიგოლიასთან პოლემიკის დროს, როცა გრიგოლიამ მას საერთო ქვითართან დაკავშირებით პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლიამ საკრებულოსგან საერთო ქვითრის პრინციპის შეჩერების გადაწყვეტილება მოითხოვა.