ფინეთის პოლიციამ ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი გაათავისუფლა.
ფეხბურთელის მამის განცხადებით, ფინელმა სამართალდამცველებმა მას მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი ვერ წაუყენეს.
"პავლე გათავისუფლებულია და ის ვარჯიშს განაგრძობს", - აცხადებს ფეხბურთელის მამა.
რაც შეეხება პავლე ხორგუაშვილის ტყუპისცალს ვალტერ ხორგუაშვილს, მას, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.
"ალბათ ხვალიდან ვალტერიც შეუდგება ვარჯიშს", - აცხადებს დაკავებული ფეხბურთელების მამა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელები და მათი სამი თანაგუნდელი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში იყვნენ ეჭვმიტანილი.