"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პარლამენტში ინსტიტუციონალური პრობლემები არსებობს. ამის შესახებ ვეფხვაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამართული დებატების დროს საპარლამენტო უმრავლესობის საპასუხოდ განაცხადა.
"ისეთ ტერმინებს, როგორიც არის გარეწარი და ქოსატყუილა, მხოლოდ სუსტი თუ გამოიყენებს, რადგან ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობთ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია ფაქტებით გვესაუბროს და მიმართავენ ასეთი ტერმინებს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე დაინტერესდა, რატომ სცემს ოპოზიციას პასუხს საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების მაგივრად, მაშინ, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეები მინისტრებისგან ყოველკვირეულად უნდა იბარებდნენ ანგარიშს.
"ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა. მეგონა პარლამენტი ერთიანი ვიქნებოდით მთავრობის მიმართ, რომ გვესაუბრა არსებულ პორობლემებზე და ხარვეზზე", - აღნიშნა ვეფხვაძემ.