26 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის კინოთეატრის დარბაზში საზოგადოებრივი პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეგიდით გაიმართება საქველმოქმედო აქცია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ჩატარდება სემინარი ანტინარკოტიკულ და ანტიძალადობრივ თემაზე, ასევე ნაჩვენები იქნება კინოფილმი, რომელსაც დაესწრება 200-მდე ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ჩვენების დასრულებისთანავე ყველას დაურიგდება ანტინარკოტიკული და ანტიძალადობრივი შინაარსის მქონე ბუკლეტები, ასევე ბავშვებს გადაეცემათ კომპანია "ბარამბოს" მიერ დაწესებული საჩუქრები.