"საქართველოში დემონსტრაციების დაწყების შემთხვევაში ქართველი ხალხის "დახმარების" მიზეზით რუსეთი ლიბიის პრეცენდენტს გამოიყენებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბელის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.
"თუ საქართველოში დაიწყება დემონსტრაციები და მოხდენა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, ეს შესაძლოა რუსეთის მიერ საბაბად იქნას გამოყენებული. თუ კადაფის რეჟიმს კოალიციური ძალები დაამთავრებენ, იგივეს გაკეთებას საქართველოში საკუთარ თავზე სწორედ რუსეთი აიღებს და იტყვის, რომ ის ხელისუფლების შეცვლაში ქართველ ხალხს ეხმარება. ამით რუსეთი დასავლეთზე ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში სამხედრო ჩარევის გამო რევანშს აიღებს", - განმარტა თარგამაძემ, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული სცენარი სავსებით რეალისტურია.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის აზრით, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ადექვატური ნაბიჯები უნდა გადადგას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დაფიქრდეს და მომავალი არჩევნებისთვის სათანადო საარჩევნო გარემო შექმნას.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი თბილისში გუშინ გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დაიხურება.