ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კარიერის დასასრულს მას დევნილები მადლობას გადაუხდიან.
როგორც დებატების დასრულების შემდეგ სუბელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, გული დაწყდა, რადგან ეგონა, რომ ხელისუფლების გარდა კიდევ ვინმე იყო დევნილების პრობლემებზე ორიენტირებული და დღეს დაინახა, რომ ყველაფერი ისევ მხოლოდ მმართველი გუნდის გასაკეთებელია.
"მათ ჩვენ დანაპირებს შევუსრულებთ, რაც გულისხმობს ყველა დევნილისთვის საცხოვრებელ ფართს კუთვნილებაში. ჩემთვის მთავარია, რომ დევნილი საზოგადოება უსმენდა დღევანდელ გამოსვლას და ფართოდ საუბარის საშუალება მომეცა. ისიც მესმის, რომ ფოცხო ვიღაცას ეჩვენება ციმბირად. სტრასბურგიდან უცებ, რომ ფოცხოში ჩახვალ, კონტრასტი მართლაც დიდია, მაგრამ ფოცხო ჩემთვის ჩემი მიწა-წყალია, რომელიც ძალიან ახლოსაა აფხაზეთთან", - აღნიშნა სუბელიანმა.
საპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელი სამთავრობო დებატების დასასრულს კი კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დასმას გეგმავენ.