საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის ესმის, რამდენად მძიმეა დევნილთა მინისტრისთვის "ამორალური და ამაზრზენი" პერსონალური თავდასხმები.
"ბატონო კობა, მესმის რამდენად მძიმეა მოსმინოთ ასეთი ამორალური და ამაზრზენი პერსონალური თავდასხმები, სხვა სახელი ამას არ ჰქვია, რაც აქ მოვისმინეთ. თურმე თქვენი თანამშრომლები და თქვან ჩვილებს ჰყრით ფანჯრებიდან და პირადად ხართ პასუხისმგებელი ადამიანების ტრაგედიებზე. მესმის ცუდი მოსასმენია და ეს საუკეთესო ნიმუშია, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვი და დიდ გარეწრობას იკადრებ უფრო დამაჯერებელია საზოგადოებისთვის", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისის თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს არც ის, რამდენი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა, არც ის რა პრობლემებია რაც დარჩა და მათთვის მთავარი მიზანია შოუ მოაწყონ.
ამასთან, გაბაშვილმა მოითხოვა მინისტრმა გააკეთოს განცხადება შეუწყდება თუ არა დევნილებს დახმარება მათი საბოლოო რესოციალიზაციამდე.