სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მის Facebook-ის გვერდზე გრანდიოზული ფოტოკონკურსის "საუკეთესო საქართველოში" დაწყების შესახებ განაცხადა. "საქართველოს ბანკი" ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შესაძლებლობას აძლევს მისი ფოტო მოხვდეს იქ, სადაც იწყება საქართველო, ყოველი ჩამოფრენილი სტუმრისათვის. ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოებით გაფორმდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, თვითმფრინავებში გადასასვლელი ხიდები - ადგილი, სადაც პირველად ექმნებათ შთაბეჭდილება ჩამოსულ სტუმრებს, ჩვენი ქვეყნის შესახებ. ფოტოკონკურსის მონაწილეებს 21 აპრილამდე შეუძლიათ წარმოადგინონ ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იქნება საკუთარი თვალით დანახული The Best of Georgia ანუ "საუკეთესო საქართველოში".
ხსენებულ ფოტოკონკურსს აქვს რამდენიმე თემატური კატეგორია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ფოტოების წარმოდგენა:
The Spirit of Georgia ("ქართული სული")
The Treasure of Georgia ("საქართველოს საგანძური")
The Taste of Georgia ("გემრიელი საქართველო")
The Future of Georgia ("თანამედროვე საქართველო")
The Strength of Georgia ("საქართველოს სიამაყე")
ფოტოკონკურსში მონაწილეობისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს არსებული ჩამონათვალიდან სასურველი კატეგორია და გამოაგზავნოს მის მიერ გადაღებული ერთი ფოტო, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფაცებოოკ-ის გვერდზე აიტვირთება. თითო თემატურ კატეგორიაში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოვალენს, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შედგება. ჟიურის წევრები არიან: დიმა ჩიკვაიძე, გურამ წიბახაშვილი და ლევან ხერხეულიძე. გამარჯვებული ფოტოსურათები აეროპორტში მდებარე თივთმფირნავში გადასასვლელ ხიდებში გამოიფინება. გამარჯვებული ფოტოების ავტორები ასევე გაემგზავრებიან დაუვიწყარი ტურით მესტიაში, ერთი შაბათ-კვირით. კონკურსში ასევე გამოვლინდება ბანკის ფაცებოოკ-ის გვერდის მომხმარებლის ფავორიტი ერთი ფოტო, რომელიც ყევლაზე მეტ Like -ს დააგროვებს.