მსახიობ ბენსიო დელ ტოროს ოლივერ სტოუნის ახალ ფილმში "ველურები" მონაწილეობის მიღება შესთავაზებს.
ფილმს ამერიკელი მწერლის, დონა უინსლოუს რომანის მიხედვით გადაიღებენ.
წიგნში საუბარია მარიხუანის მომხმარებლებსა და გამსაღებლებზე ბენესა და ჩონზე. ერთხელ მათ კონფლიქტი მოუვათ მდიდარ ნარკოდილერებთან. ნარკოდილერთა ბოსის როლი შესთავაზეს ბენისიო დელ ტოროს.
მთავარ როლებს ფილმში "ველურები" თამაშობენ აარონ ჯონსონი და ტეილორ კიტჩი. მათი მეგობარი გოგონას როლი კი ჯენიფერ ლოურენს შესთავაზეს.
კონტრაქტის თანახმად, ფილმი 2012 წელს უნდა გამოვიდეს.