იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე საავადმყოფოებთან და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ჯერჯერობით არ არიან", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ვახტანგ ჯაოშვილი.
მისივე ინფორმაციით, იერუსალიმის ცენტრში გუშინ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. მათგან სამი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის ნაკლებად სერიოზული, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულნი.
იერუსალიმის ცენტრში გუშინ ავტობუსი აფეთქდა. იქამდე კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე რამდენიმე სარაკეტო დატყმა განხორციელდა.