მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 21 მარტს საფრანგეთში აუქციონზე 4,1 მილიონ დოლარად გაყიდული ქანდაკება ცოტა ხნის წინ დამზადებული ფალსიფიკაცია აღმოჩნდა.
"არტეფაქტი, რომელიც თითქოს ინდიელების მაიას ტომის კულტურას განეკუთვნებოდა, აუქციონზე ძალიან მაღალ ფასად გაიყიდა. რეალურად, იგი ცოტა ხნის წინ დაამზადეს. ამდენად, ქანდაკება ესპანელების მხრიდან განხორციელებულ კოლონიზაციამდე მექსიკაში არსებულ არც ერთ კულტურას არ მიეკუთვნება",_ნათქვამია საგარეო საქმეთა და მექსიკის ანთროპოლიგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის ერთობლივ კომუნიკეში.
ეს განცხადება იმ ფონზე უფრო აქტუალურია, რომ აუქციონის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, თითქოს 165 სანტიმეტრის ქანდაკება ამერიკის კონტინენტზე ევროპელ კოლონიზატორთა მისვლამდე მაიას ტომის ინდიელთა მიერ შეიქმნა.