ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) აჭარის რეგიონალური წარმომადგენლობა ჟურნალისტებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმს ეწვია.
ორთაბათუმის თემი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემია, რომელშიც 7 სოფელი შედის და ფაქტობრივად ყველა საფელი მეწყრული პროცესების მოქმედების აქტიურ ზონაში მდებარეობს. ორთაბათუმის თემის სოფლები, განსაკუთრებით 2008 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა, როცა ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსვლამ დროებით მდგრადი მეწყრული ფერდობები გააქტიურა და ლოკალურ უბნებში მეწყრული ჩამოქცევები (ბლოკების სახით) წარმოშვა.
ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადაცემის საკითხზე "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის'' აჭარის რეგიონალური წარმომადგენლობა კონკრეტული რეკომენდაციებს შეიმუშავებს და განხილვისთვის ხელისუფლებას გადასცემს.