თავისუფალი კავკასია თავისუფალი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს. ამის შესახებ "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა გივი ღამბაშიძემ დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩრდილო კავკასიის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ თავისუფალი კავკასია თავისუფალი საქართველოს და პირიქით ვერ იარსებებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქისთვის, პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის პრიორიტეტია", - აღნიშნა ღამბაშიძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ჩრდილოკავკასიასთან 23 საუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები აკავშირებს, რომლის განახლებაც უნდა გაგრძელდეს.