ყირიმელი თათრები მზად არიან, საკუთარ ოჯახებში იაპონელი ბავშვები მიიღონ. ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარისგან გაგზავნილ თანაგრძნობის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან იაპონიის იმპერატორსა და პრემიერ-მინისტრს მისწერა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვებს, რომლებმაც მძიმე გამოცდა გადაიტანეს, ჩვენს მიწაზე თავი კომფორტულად იგრძნონ. ისინი ჩვენთან იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც თავად ისინი და მისი ახლობლები მოისურვებენ", - ნათქვამია წერილში.
ამასთან, ყირიმელ თათართა მეჯლისის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ის სიმამაცე და ორგანიზებულობა, რომელიც იაპონელმა ხალხმა და მათმა ხელისუფლებამ ბუნებრივი კატასტროფის დაძლევისას გამოამჟღავნა, იაპონიის ახალი აყვავების წინაპირობა გახდება.
მეჯლისის თავმჯდომარის თქმით, იაპონელი ხალხი შეინარჩუნებს და გაამრავლებს მსოფლიო ცივილიზაციას.
შეგახსენებთ, უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულ 250 ბავშვს ყირიმის საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკში" გამოჯანმრთელება შესთავაზა.