მენეჯმენტ-კომპანია „დექსუსი" მომხმარებლების მემორანდუმების გაფორმების შედეგებს დადებითად აფასებს. 2011 წლის პირველ ორ თვეში კომპანიამ მემორანდუმი მომხმარებლების თითქმის 50%-ს გაუფორმა. ეს მომხმარებლები იმ ობიექტების დებიტორებს წარმოადგენენ, რომლებზეც „დექსუსი"ამჟამად მუშაობს
„დექსუსის" დამფუძნებლის გიორგი ქანანაშვილის განცხადებით, სტატისტიკა მზარდია და იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც „დექსუსის" ახალ პირობებს თანხმდება, კვირიდან კვირამდე იზრდება.
"მომხმარებლბთან ინტენსიურ ინდივიდუალურ შეხვედრებს ვაწარმოებთ და ვუხსნით, რომ სამშენებლო პროცესის დაწყება მემორანდუმისა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზეა დამოკიდებული. 50% ასეთ მოკლე დროში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც უფრო მეტი მომხმარებელი მოაწერს მემორანდუმს ხელს, ობიექტების მშენებლობის პროცესი მით უფრო სწრაფად და ეფექტურად წარიმართება",-აცხადებს გიორგი ქანანაშვილი.
მემორანდუმები იმ პირებთან ფორმდება, რომლებსაც „ცენტრ პოინტის" მიმართ დებიტორიული დავალიანება აქვთ. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ობიექტზე მაჩვენებელი 80%-ს აღწევს, ახალი კონტრაქტების გაფორმება და სამშენებლო სამუშაოები იწყება.ამ დროისთვის მშენებლობის პროცესს „დექსუსი"ბათუმის „თეთრ მაგნოლიაში", ხოშარაულის „აფხაზეთში", რობაქიძის ობიექტზე, დიდი დიღმის ოაზისის მე-2 და მე-5 კორპუსში აწარმოებს. უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები წყნეთის საცხოვრებელ კომპლექსში დაიწყება.
"დექსუსმა"სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი, „ცენტრ პოინტის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ კომპანიათა ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლისსექტემბერში აიღო. „დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად შეჩერებული იყო. „დექსუსმა" 246 მომხმარებელი უკვე დააკმაყოფილა. ერთ წელიწადში კომპანია ამ მაჩვენებლის 3150-მდე გაზრდას გეგმავს, რაც მთლიანი მომხმარებლების 51,5%-ს შეადგენს.