სომხეთში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა არ წყდება. ერევანში მასშტაბური საპროტესტი მსვლელობები გაიმართა.
ოპოზიციის მიერ ორგანზებულ აქციას სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანიც შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა სომხეთის ხელისუფლება ფინანსური კრიზისის მოგვარების უუნარობაში დაადანაშაულეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
ხელისუფლებას დემონსტრანტთა დარბევის გადაწყვეტილება არ მიუღია.