საქართველოში პირველად ჩამოსული ადამიანები უმეტესობა გაკვირვებულია ჩვენი მინისტრებისა და უმაღლესი სამთავრობო მოხელეების ასაკით. ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანას 30 წლის ასაკის ადამიანები მართავენ. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ახალგაზრდებიც. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
"ეს ერთდროულად შედეგი და ძირითადი მამოძრავებელი ძალაა იმისა, რომ ჟურნალმა "ეკონომისტმა" ცოტა ხნის წინ საქართველოს მენტალური რევოლუცია უწოდა. ჩვენი პირველი ყოვლისმომცველი რეფორმა. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სტული ტრანსფორმაცია იყო და დავიწყეთ იმით, რომ მთელი საგზაო პოლიციის შემადგენლობა დავითხოვეთ. მოგვიანებით ეს ტრანსფორმაცია საბაჟო და საგადასახადო სისტემებსაც შეეხო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რომ 2003 წლიდან მსოფლიო ყველა ქვეყანასთან შედარებით ტრანსფერანს ინტერნეშენელის მაჩვენებლით მეტი წინსვლა გვაქვს იმის დამსახურებაა, რომ პოლიციასა და ყველა სხვა ბიუროკრატიულ სტრუქტურებში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები და ასევე იმის, რომ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული განცდა, რომ ეს ცვლილებები მათვე ეკუთვნოდათ.