სახალხო რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომლის ხელმძღვანელობაც მე მხვდა წილად. საქართველოში არსებული ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ქვეყნის შენება თითქმის თავიდან მოგვიხდა. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
"აქედან გამომდინარე, არჩევანი გავაკეთეთ რადიკალურ კურსზე, რომელიც ჩვენს უძველეს, მაგრამ ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყანას რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად გადააქცევდა.
ვინ იყვნენ იმ დროს ისინი, ვისაც სიტყვა "ჩვენში" ვგულისხმობ. მხოლოდ ახალგაზრდები სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან და სამოქალაქო საზოაგდოების ჯგუფებიდან. მტრულ გეპოლიტიკურ გარემოში ჩვენს მყოფე ქვეყანაზე ყოველწლიურად გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა. ჩვენს საზღვარს სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა რევიზიონისტური რუსეთი. ლოზუნგები, დროშები, ვარდები და ფურცლები უკვე საკმარისი აღარ იყო, რისი გაკეთება შეგვეძლო - მხოლოდ ძველი თაობა უნდა შეგვეცვალა ახლით . მუდმივად ასე უნდა გაგრძელებულიყო? ჩვენ გავრისკეთ და დავიწყეთ სწრაფი, რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი. ჩვენ არ ვიყავით შეზღუდული დოგმებითა და ბიუროკრატიის მექანიზმით", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა ყველაფერში წარმატებას ვერ მივაღწიეთ და გვქონდა მნიშვნელოვანი ხარვზებიც და ბევრი შეცდომებიც.
"დღეს ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკას ქმნიან და საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ შორის რუსებიც ჩამოდიან საქართველოში, რათა გაეცნონ ახალ იდეებს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.