დღეს,18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, რუსთაველის თეატრი, 25 მარტის ჩათვლით, წარმოადგენს გიორგი ალექსი-მესხიშვილის ინსტალაციას "ვაჟა-ფშაველა". ღონისძიება ეძღვნება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს.
მხატვრის იდეა ეფუძნება მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით არის დადგმული - ვაშინგტონის სინეტიკ თეატრში (2003, ამერიკელმა კრიტიკოსებმა 2009 წელს წარმოდგენა დეკადის 10 საუკეთესო სპექტაკლის რიცხვში შეტანეს) და თბილისის რუსთაველის თეატრში. ასევე, მხატვარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეატრში გაფორმებული აქვს ქართული პოეზიისადმი მიძღვნილი საღამოები.
სპეციალურად ინსტალაციისთვის შეიქმნა მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორია ლონდონის თრინითი/ლაბანის კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ჯანიაშვილი.
16-26 ივნისს ინსტალაცია წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის დიზაინის და სივრცის მე-12 კვადრიენალეზე პრაღაში.