დაღესტანში შს სამინისტროს შინაგანი უსაფრთხოების სამმართველოს პოდპოლკოვნიკი მაგუდინ ურდიხანოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტრო ავრცელებს.
"წუხელ უცნობმა პირებმა დაღესტნის შს სამინისტროს შინაგანი უსაფრთხოების სამმართველოს პოდპოლკოვნიკი მაგუდინ ურდიხანოვი მოკლეს", - იუწყება სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა უცბად წარმოქმნილი დავის ნიადაგზე მოხდა. უცნობმა პირმა პოდპოლკოვნიკს რამდენჯერმე ესროლა. მუცლისა და გულმკერდის არეში დაჭრილი ურდიხანოვი ადგილზე გარდაიცვალა.
"უცნობი პირი მიიმალა. ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს", - იუწყება დაღესტნის შს სამინისტრო.