რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა.
მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის გამო თურქეთიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ორი თვითმფრინავი აეროპორტ „ვნუკოვოს“ მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო უკან დააბრუნეს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაცია“) შეზღუდვები დააწესა „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ (რამენსკოეს) აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე. ერთი საათის შემდეგ „ჟუკოვსკის“ აეროპორტში შეზღუდვები მოხსნა, თუმცა დანარჩენი ორი აეროპორტი თვითმფრინავებს კვლავ შეთანხმების საფუძველზე იღებდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
Astra-ს ცნობით, მოსკოვიდან 56 კილომეტრში, ნარო-ფომინსკის მახლობლად, სამი აფეთქების ხმა გაისმა. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროს დრონების დამახასიათებელი ხმა არ ისმოდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა კალუგის ოლქის მიმართულებითაც.
სერგეი სობიანინის განცხადებით, 109 დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, მოსკოვის ოლქის მიმართულებით 613 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა.