თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ჩაერთოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლების მცდელობებში.
ინფორმაციას ერდოღანის პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
„ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მზად არის, ჩაერთოს ძალისხმევაში, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლებასა და ამ პროცესის ფარგლებში ომის დასრულებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
ერდოღანის თქმით, „ჩვენ, როგორც მექის ერთობლივი თავდაცვითი ალიანსის წევრები, ყურადღებით ვაკვირდებით ჰორმუზის სრუტესა და იემენში განვითარებულ მოვლენებს და პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას ვცდილობთ“.