23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 67 წლის კაცი ცხედარი იპოვე. მან სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. კაცის წინააღმდეგ წინა დღეს გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.
ინფო იმერეთის ცნობით, კაცი ბავშვს, რომელიც მისი ნათესავი და მეზობელი იყო, იმ დროს ურეკავდა, როცა მოზარდი სახლში მარტო რჩებოდა - ბავშვმა საეჭვო კომუნიკაციის შესახებ დედას უთხრა, დედამ კი კაცისა და მისი შვილის სატელეფონო საუბარი ჩაიწერა და პოლიციას, როგორც მტკიცებულება, ისე გადასცა.