მოსკოვის ლიუბლინის სასამართლომ ტაჯიკეთის მოქალქეებს ხასანჩონ რაჰიმოვსა და იორგიბეგი საიზოდას, რომლებსაც „ლგბტ-პროპაგანდის“ გავრცელებაში ადანაშაულებენ, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და რუსეთის ტერიტორიიდან გაძევება დააკისრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საქმის მასალების თანახმად, რაჰიმოვი და საიზოდა 18 აგვისტოს საღამოს „სადოვოდის“ ბაზრობაზე დააკავეს. პოლიციის განცხადებით, უცხოელებს ეცვათ ქალის ტანსაცმელი წარწერით: „არჩევანის თავისუფლება“.
პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ უცხოელები არატრადიციულ სექსუალურ შეხედულებებს დემონსტრირებდნენ.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ რაჰიმოვი დაქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს, ხოლო საიზოდას ოთხი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ორივე ტაჯიკეთის მოქალაქეა. როგორც მედია აღნიშნავს, ქვეყანაში ლგბტ ადამიანების უფლებების მხრივ ვითარება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა: ქვიარი ადამიანები იძულებულნი არიან, ან ორმაგი ცხოვრებით იცხოვრონ, ან ქვეყანა დატოვონ.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რაჰიმოვი და საიზოდა უცხოელთა დროებითი დაკავების ცენტრში გადაიყვანონ, რის შემდეგაც ისინი 17 ნოემბრამდე ქვეყნიდან უნდა გააძევონ. მათ ასევე ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში დაბრუნება აეკრძალებათ.