ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერები უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა ავრცელებს.
დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან. დღეს დილით კიევის რკინიგზის სადგურზე მოხარული ვიყავი, რომ დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერებს, ასევე სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შევხვდი.
ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განცხადებები იქნება“, - წერს ანდრიი სიბიჰა