საბერძნეთის ნახევარკუნძულ ხალკიდიკიზე ტყის ხანძრების გავრცელების გამო კურორტებიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა სივირისა და ფურკის დასახლებებში მყოფებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ საფრთხის ზონა, რადგან ტყის ხანძარი საცხოვრებელ ტერიტორიებს უახლოვდება.
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 140-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა. ცეცხლი სივირიდან კასანდრეის მიმართულებით მიმავალი მთავარი გზის ორივე მხარეს მძვინვარებს.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩარტლი იყო 9 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციისას ორი მეხანძრე დაშავდა.
ამასთან, სანაპირო დაცვამ კერძო ნავების დახმარებით სივირის პლაჟიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.
მანამდე ტყის ხანძრების გამო ფურკეში მდებარე სასტუმროს ევაკუაცია განხორციელდა.