აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და გამოთქვა რწმენა, რომ აშშ მასზე „სრულ კონტროლს“ შეინარჩუნებს.
ამის შესახენ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
"აშშ-ს სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე. ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შეუძლია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, მათი დარჩენილი ჯარისკაცები ხელფასს არ იღებენ. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" განადგურებულია და გაქცეულია, ხოლო მათი „ლიდერობა“ საუკეთესო შემთხვევაში გაურკვეველია! მათ ფული არ აქვთ - მათი ქვეყანა გაცამტვერებულია, მათ მხოლოდ ყალბი ამბები და 300%-იანი ინფლაცია აქვთ, რომელიც კიდევ უფრო უარესდება! ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!" - წერს ტრამპი.