უკრაინამ ნოვოროსიისკში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე „პალიანიცას“ტიპის დრონებითა და „ნეპტუნის“ რაკეტებით მიიტანა იერიში .
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„ამ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის წინააღმდეგ უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. ეს შავი ზღვის რუსული ფლოტის უკანასკნელი ძირითადი ფორპოსტია, რომელიც ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
ჩვენმა რეაქტიულმა დრონებმა „პალიანიცამ“, რაკეტებმა „ნეპტუნმა“ და საზღვაო უპილოტო სისტემებმა დასახულ სამიზნეებს ზუსტად დაარტყეს. დადასტურებულია საჰაერო თავდაცვის პოზიციების, ნავმისადგომებისა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის დაზიანება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და სადაზვერვო უწყებების სამხედროებს სიზუსტისა და კარგი შედეგებისთვის.
"საოკუპაციო ფლოტი და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, რომელიც მას უზრუნველყოფს, უსაფრთხოდ ვერ იქნება ვიდრე, რუსეთის აგრესია გრძელდება.
ომი უნდა შეწყდეს, დიპლომატიის ყველა გონივრული წინადადება მაგიდაზეა", - წერა ზელენსკი.