კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რეგიონს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
მისივე ცნობით, ნოვოროსიისკში დრონების ნამსხვრევები 21 საცხოვრებელ სახლსა და ოთხ საწარმოს დაეცა, რის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში, ნავთობტერმინალსა და სამხედრო ნავსადგურში ხანძარი გაჩნდა.