ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, მოჰსენ რეზაის, განცხადებით, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს.
„ირანის გზავნილი მკაფიოა: ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე აშშ არ დაასრულებს ომსა და ბლოკადას, არ გაათავისუფლებს ირანის გაყინულ აქტივებს და არ დათანხმდება რეგიონში, მათ შორის ლიბანსა და ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტას. ყველა პირობის შესრულებამდე სრუტე დახურული დარჩება,“ - წერს რეზაი სოციალურ ქსელში.