რუსეთის ტიუმენის ოლქში, ქალაქ ტობოლსკში მდებარე ნავთობქიმიურმა კომპლექსმა „ზაპსიბნეფტეხიმმა“, დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ საწარმომ მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, „სანამ ზარალის მასშტაბისა და მისი შედეგების შეფასება მიმდინარეობს“.
ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტიუმენის ოლქში მდებარე სამრეწველო ობიექტზე დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ობიექტზე იყო საუბარი.
მედიის ცნობით,11 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე (SPIMEX) გასაყიდად არ გამოტანილა თხევადი გაზის არცერთი მოცულობა, რომლის ჩატვირთვაც ტობოლსკის პუნქტიდან უნდა მომხდარიყო. ამ პუნქტიდან ყოველდღიურად დაახლოებით 4 000 მეტრული ტონა ტექნიკური პროპან-ბუტანის ნარევი იყიდებოდა.
დარგობრივი წყაროების მონაცემებით, ტობოლსკში მდებარე „ზაპსიბნეფტეხიმი“ წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნედლეულს აწარმოებს, რაც რუსეთში ტექნიკური ბუტანისა და პროპანის ნარევის წარმოების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.