ლიბანის დეპუტატთა პალატამ (ერთპალატიანმა პარლამენტმა) სამშაბათს, 11 აგვისტოს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტს ლიბანის პარლამენტის 128 წევრიდან საპარლამენტო ბლოკ „ჰეზბოლაჰის“ garda უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. იუწყება AP.
ამ გადაწყვეტილებით ლიბანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც სიკვდილით დასჯა, როგორც უმაღლესი სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთითა და იძულებით შრომით შეცვალა.
ლიბანის იუსტიციის მინისტრმა ადელ ნასარმა, რომელიც კენჭისყრას ესწრებოდა, სიკვდილით დასჯის გაუქმებას ქვეყნისთვის „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
მისი თქმით, სიკვდილით დასჯის, როგორც უმაღლესი სასჯელის, არსებობა ადრე ბეირუთს ხელს უშლიდა იმ სახელმწიფოებიდან ეჭვმიტანილების ექსტრადიციაში, სადაც კანონით სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
კანონპროექტის მიღებას უფლებადამცველი ორგანიზაციებიც მიესალმნენ. ლიბანში Human Rights Watch-ის (HRW) წარმომადგენელმა რამზი კაისმა AFP-ს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით „წინგადადგმული ნაბიჯია“ და მკაფიოდ ნიშნავს გამიჯვნას სასტიკი სასჯელისგან, რომელიც არასოდეს უნდა გამოიყენებოდეს.