დამასკოს სასამართლომ ბაშარ ასადს ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
დამასკოს სასამართლომ სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ასადს ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამის შესახებ France24 იუწყება.
იგივე სასჯელი მიესაჯა ასადის ბიძაშვილს, ატეფ ნაჯიბს - სირიის არმიის ყოფილ ბრიგადის გენერალს, რომელსაც სამხრეთ პროვინცია დარააში საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდნენ. ნაჯიბი 2025 წლის იანვარში დააკავეს და სასამართლო პროცესს პირადად ესწრებოდა.
გარდა ამისა, სიკვდილით დასჯა კიდევ ასადის შვიდ თანამოაზრეს მიესაჯა. მათ, ისევე როგორც სირიის ყოფილ პრეზიდენტს, სასჯელი დაუსწრებლად გამოუტანეს. ისინი განზრახ მკვლელობებსა და წამებაში, მათ შორის ისეთ წამებაში, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია, ცნეს დამნაშავეებად.
ბაშარ ასადის რეჟიმი 2024 წელს დაემხო. თავად ასადი ოჯახთან და ძმასთან, მაჰერთან ერთად, რუსეთში გაიქცა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ასადის ოჯახი მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს, თუმცა თავად ბაშარ ასადი იზოლაციაში იმყოფება და მას სირიის ან რუსეთის ელიტის წარმომადგენლებთან კონტაქტის უფლება არ აქვს.
ასადი სირიის მმმართველობის სათავეში 2000 წლიდან იმყოფებოდა.