აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ირანი ნავთობის ექსპორტს განახორციელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აუქმებს ირანულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ასევე სანქცირებულ გემებზე დაწესებულ რიგ შეზღუდვებს, რომლებიც 2018–2020 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებებითა და ფედერალური რეგულაციებით იყო შემოღებული.
ამასთან, ნებადართული არ არის ოპერაციები იმ ირანულ საწარმოებთან, რომლებიც სანქცირებულ სხვა პირებთან ან ორგანიზაციებთან ერთობლივ საკუთრებაში არიან, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის, კუბის ან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან.
აშშ-ის მიერ გაცემული ლიცენზია ორი თვით, 21 აგვისტომდე იმოქმედებს.