უკრაინაში მართლმსაჯულების საკითხებზე აშშ-ისა და უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა.
სემინარზე საქართველოდან ექსპერტებად მიწვეულები იყვნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა კობერიძე და UშAD - ის პროექტის - "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერების საკითხების" _ ექსპერტი ინგა თოდრია. სემინარში მონაწილეობდნენ უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის, უკრაინის სპეციალიზებული უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, მეცნიერები, UშAD-ისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები.
სემინარზე კობერიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - "სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში, მიღწევები და პერსპექტივები". როგორც სემინარზე აღინიშნა, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა დიდი წარმატებით ხორციელდება და საქართველოს მიღწევები, როგორც დადებითი მაგალითი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკრაინაში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისას.
იგეგმება უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეთა საქართველოში ვიზიტი - სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის გაცნობისა და შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით.