ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის გამარჯვებულები დაასახელა.
"ოქროს გლობუსის" 83-ე დაჯილდოების ცერემონიალი კვირას, 11 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა.
საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ქლოი ჟაოს Hamnet-მა, ხოლო პოლ თომას ანდერსონის ფილმმა One Battle After Another ოქროს გლობუსი მოიპოვა ნომინაციაში საუკეთესო ფილმი მუსიკალურ-კომედიურ ჟანრში.
Hamnet-ი მეგი ო’ფარელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და უილიამ შექსპირის შვილის, ჰამნეტის, გამოგონილ ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
ფილმმა One Battle After Another ასევე მიიღო ჯილდოები საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში.
დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯესი ბაკლიმ გაიმარჯვა ფილმ Hamnet-ში შესრულებული როლისთვის.
დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო ვაგნერ მოურამ მიიღო ფილმ Secret Agent-ში შესრულებული როლისთვის.
ტიმოთი შალამეს გადაეცა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში, ფილმ Marty Supreme-ში შესრულებული როლისთვის.
ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში გაიმარჯვე როუზ ბირნმა ფილმ If I Had Legs I'd Kick You-ში შესრულებული როლისთვის.
მიუზიკლში ან კომედიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში ტიანა ტეილორმა გაიმარჯვა ფილმ One Battle After Another-ში შესრულებული როლისთვის. ეს მსახიობისთვის ოქროს გლობუსის პირველი ნომინაცია იყო.
ბრაზილიურმა ფილმმა Secret Agent საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ოქროს გლობუსი 1944 წლიდან გაიცემა. ჯილდო ითვლება მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიად შეერთებულ შტატებში ოსკარის შემდეგ.