ბარაკ ობამასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტებმა განიხილეს საკითხები _ ევროპაში თავდაცვის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის, სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და ირანის ბირთვული საკითხები.
"ჩვენი ამოცანაა _ შევქმნათ სტიმულირების სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის გადაწყდეს ერთის მხრივ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება და მეორე მხრივ არ დავუშვათ ბირთვული შეიარაღების შექმნა", _ განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, მან პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ჩვენ მივიჩნევთ აუცილებლობად დავეხმაროთ ირანს სწორი გადაწყვეტილების მიღწევაში.
"რაც შეეხება სანქციებს ირანთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიცია ძალიან მარტივია: სანქციებს იშვითად მოაქვთ პროდუქტიული შედეგები, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მათი გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა ეს არჩევანის საკითხია", _ განაცხადა მედვედევმა.
თავის მხრივ პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ თუ ირანი საკითხს სერიოზულად არ მოეკიდება და არ "დაგვანახებს, რომ არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღის შექმნა, მაშინ საჭირო გახდება დამატებითი ღონისძიებები _ სანქციები".
"ირანს ამ თემის წამოწევის საშუალება ექნება კიდევ ერთხელ, "5+1" ფორმატის მოლაპარაკებებზე და ირანმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, წავიდეს ბირთვულ იარაღზე უარის თქმის გზით, და შეუერთდეს მსოფლიო თანამეგობრობას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნის მისაღწევად, რაც საბოლოოდ ირანისათვის სასარგებლო იქნება", _ განაცხადა ობამამ.
მედვედევმა აშშ-ს გადაწყვეტილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპაში განლაგებაზე უარის თქმის შესახებ კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ობამას ადმინისტრაციის მიერ გადადგმული "გონიერი ნაბიჯი", რომელიც გამოხატავს ახალი ადმინისტრაციის პოზიციას და ეხმიანება რუსეთის შეშფოთებას ევროპასა და მსოფლიოში რაკესტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით როგორც აშშ-სთან, ასევე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან", - განაცხადა მედვედევმა.
სტრატეგიული შეტევითი იარაღის თაობაზე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ორივე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იგი შესაბამის ვადებში უნდა გაგრძელდეს.
მოლაპარაკებების შემდგომ მედვედევმა ბარაკ ობამას საჩუქრად გადასცა დისკი სატელევიზიო ფილმისა ციკლიდან "ხელისუფლების ფორმულა", რომელშიც ჩაწერილია ბარაკ ობამას ინტერვიუ სააგენტო იტარ-ტასთან და ტელეკომპანია "რასიასთან", მისი მოსკოვში პირველი ვიზიტის წინ, მიმდინარე წლის ივლისში.