საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში განცხადებას კოალიცია "ძლიერი საქართველო" ხვალ, 26 ნოემბერს გააგზავნის - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია. იმ გეგმაში, რომელიც წარვადგინეთ. იქ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო სწორედ ის, რომ ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯი 4-მა პარტიამ მათ შორის, პრეზიდენტის ეგიდის ქვეშ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნას, მანდატებზე უარის თქმას. ჩვენ წავალთ ჩვენი პროცესით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი იქნებოდა, თუ ეს ერთობლივად გაკეთდებოდა. მაგრამ რადგან დაიწყო ეს პროცესი, ჩვენც გვექნება ხვალ შესაბამისი ოფიციალური დაფიქსირება. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ'', - ამბობს სალომე სამადაშვილი.