Bloomberg-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას რამდენიმე ათეული შორი მანძილის Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
სააგენტო წერს, რომ მიწოდების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გავრცლებულა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Storm Shadow-ი გადაეცა კიევს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომელმაც პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთის ფედერაციაში სამიზნეების წინააღმდეგ გასულ კვირას, ამერიკული ATACMS რაკეტების გაშვების მეორე დღეს.
Bloomberg-მა 20 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ პირველად შეუტიეს რუსეთის ტერიტორიას Storm Shadow/SCALP-EG-ის რაკეტებით.
რუსმა ბლოგერებმა ასევე განაცხადეს დარტყმის შესახებ. მათი ინფორმაციით, კურსკის რაიონის სოფელ მარიონოს 10-დან 12-მდე რაკეტა დაესხა თავს.